კოპა ამერიკა 2019 – ბრაზილია პირველი ნახევარფინალისტია

09:51, 28.06.2019

კოპა ამერიკას პირველი ნახევარფინალისტი ბრაზილიის ნაკრებს გახდა. ტურნირის მასპინძელმა რთულ ბრძოლაში აჯობა პარაგვაის ნაკრებს.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პარაგვაელები 57-ე წუთიდან ათი კაცით თამაშობდნენ – მოედნიდან გააძევეს ფაბიან ბალბუენა. მიუხედავად ამისა, პარაგვაიმ გაუძლო მეტოქის შეტევებს და მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანა.

საფეხბურთო ლატარიაში პარაგვაელებმა ორი პენალტი გააფუჭეს, ბრაზილიელებმა ერთი. საბოლოოდ, ტიტეს გუნდმა 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ბრაზილიის მეტოქე კოლუმბიისა და ჩილეს შეხვედრაში გაირკვევა.

კიდევ ორი მეოთხედფინალური წყვილი ასე გამოიყურება: არგენტინა-ვენესუელა, ურუგვაი-პერუ.

მსგავსი