კოპა ამერიკა 2019 – ბრაზილია პირველი ფინალისტია (ვიდეო)
ბელუ ორიზონტეს „მინეირაოს“ სტადიონზე „კოპა ამერიკას“ პირველი ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც სამრეთამერიკული „ელ კლასიკო“ შედგა – ბრაზილიამ არგენტინას უმასპინძლა.
ბრაზილიელებმა მიმდინარე კოპაზე ზედიზედ მეხუთე მატჩში არ გაუშვეს გოლი, თავად კი ორი გოლი გაიტანეს და ანგარიშით 2:0 მოიგეს.
პირველი გოლი მე-19 წუთზე გავიდა – გაბრიელ ჟესუსმა რობერტო ფირმინოს გადაცემით გამოიჩინა თავი, მეორე გოლისას კი ამ ფეხბურთელებმა როლები გაცვალეს – ეს 71-ე წუთზე მოხდა. ჟესუსისთვის ეს პირველი გოლი იყო ტურნირზე, რობერტო ფირმინოსთვის – მეორე.
ბრაზილია ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. მისი მეტოქე ჩილესა და პერუს ნახევარფინალში გაირკვევა, რომელიც ოთხ ივლისს, თბილისის დროის 04:30-ზე გაიმართება.
GABRIEL JESUS!!! 🇧🇷⚽️
Brilliant skill by Dani Alves, good ball across by Firmino, and a simple finish by Gabriel Jesus for the opening goal! #Brazil lead 1-0.#BRAxARG #CopaAmerica pic.twitter.com/i1eBkxLzuE
— Joga Bonito (@Jasoninho10) 3 July 2019
FIRMINO MAKES IT 2-0!!! 🇧🇷⚽️
Fantastic work by Gabriel Jesus, leading a one-man counterattack and then setting up Firmino for the easy finish! Against the run of play, but #Brazil double their lead!#BRAxARG #CopaAmerica pic.twitter.com/TbwdrcOIdW
— Joga Bonito (@Jasoninho10) 3 July 2019