კოპა ამერიკა 2019 - ბრაზილია და ვენესუელა მეოთხედფინალში (ვიდეო)
კოპა ამერიკა 2019 - ბრაზილია და ვენესუელა მეოთხედფინალში (ვიდეო)

კოპა ამერიკაზე დაასრულეს ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა A ქვეჯგუფის გუნდებმა.

მეორე ტურში ვენესუელასთან სენსაციური ფრის შემდეგ, მასპინძელმა ბრაზილიამ რეაბილიტაცია პერუს წინააღმდეგ მატჩში შეძლო – ტურნირის მთავარმა ფავორიტმა 5:0 გაიმარჯვა. გოლები კაზემირომ (მე-12 წუთი), რობერტო ფირმინომ (19), ევერტონმა (32), დანი ალვეშმა (53) და ვილიანმა (90) გაიტანეს.

ყველაზე კურიოზული რობერტო ფირმინოს გოლი გამოვიდა – “ლივერპულის” ფორვარდმა მეკარეს ბურთის თამაშში შეტანისას აჯობა.

პარალელურ შეხვედრაში ვენესუელამ 3:1 მოუგო ბოლივიას. ვენესუელელები დარვინ მაჩისის დუბლით დაწინაურდნენ. 82-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი ლიონელ ხუსტინიანომ გაიტანა, მაგრამ 86-ე წუთზე ხოსეფ მარტინესმა დაუბრუნა ვენესუელას ორბურთიანი უპირატესობა.

A ჯგუფის საბოლოო ცხრილი:

1. ბრაზილია – 7 ქულა
2. ვენესუელა – 5
3. პერუ – 4
4. ბოლივია – 0

ბრაზილია და ვენესუელა მეოთხედფინალში გავიდნენ. პერუს აქვს შანსი გახდეს ორიდან ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი.