კოპა ამერიკა 2019 – არგენტინამ ვენესუელას 2:0 მოუგო და ბრაზილიაზე გავიდა [ვიდეო]
რიო-ჟე-ჟანეიროში „მარაკანას“ სტადიონზე კოპა ამერიკას მეორე მეოთხედფინალში გაიმართა, რომელშიც არგენტინა ვენესუელას ხვდებოდა.
ანგარიში „ინტერის“ არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გახსნა, რომელმაც ქუსლი დაუხვედრა სერხიო აგუეროს დარტყმას და მეკარეს ფეხებსშუა გაუტარა ბურთი. ეს მარტინესის მეორე გოლია ტურნირზე.
— Drafts 2.0 (@drafts_2) June 28, 2019
მეორე გოლიც სერხიო აგუეროს დარტყმას მოჰყვა – ვენესუელელთა მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ჯოვან ლო სელსომ დაამატა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) June 28, 2019
არგენტინა ნახევარფინალში ბრაზილიას შეხვდება. სამხრეთამერიკული ელ კლასიკო სამ ივლისს გაიმართება.