კოპა ამერიკა 2019 - არგენტინამ მესამე ადგილისთვის მატჩი მოიგო (ვიდეო)
კოპა ამერიკა 2019 - არგენტინამ მესამე ადგილისთვის მატჩი მოიგო (ვიდეო)

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე ბოლოსწინა მატჩი გაიმართა – მესამე ადგილისთვის შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა სან პაულუში ჩილე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

არგენტინელებმა შეხვედრის დებიუტში მიაღწიეს უპირატესობას: მე-12 წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა ანგარიში, 10 წუთის შემდეგ კი პაულო დიბალამ სხვაობა ორბურთიანი გახადა. ამ გოლებს ჩილემ მეორე ტაიმში ერთით უპასუხა, როცა 59-ე წუთზე არტურო ვიდალმა პენალტი გამოიყენა.

ორივე გუნდი ათ-ათი ფეხბურთელით ასრულებდა მატჩს – 37-ე წუთზე ჩხუბის გამო მოედნიდან გააძევეს ლიონელ მესი და გარი მედელი.

კოპა ამერიკას ჩემპიონი კვირას გამოვლინდება – ფინალში ბრაზილია და პერუ შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.