კოპა ამერიკა 2019 - არგენტინამ მეოთხედფინალში გააღწია (ვიდეო)
კოპა ამერიკა 2019 - არგენტინამ მეოთხედფინალში გააღწია (ვიდეო)

კოპა ამერიკაზე B ჯგუფის წარმომადგენლებმა დაასრულეს გამოსვლა. ბოლო ტურის წინ, არგენტინის ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა და აუცილებლად ესაჭიროებოდა მოგება ყატარის ნაკრებთან.

ლიონელ სკალონის გუნდმა შეძლო ამოცანის შესრულება და საბოლოოდ, მეორე ადგილიდან გადავიდა მეოთხედფინალში.

არგენტინამ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. მცველების შეცდომით, მეოთხე წუთზე ანგარიში გახსნა ლაუტარო მარტინესმა, 82-ე წუთზე კი, შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, მეორე გოლი სერხიო აგუერომ შეაგდო.

პარალელურად მიმდინარე მეორე მატჩში კოლუმბიამ  ანგარიშით 1:0 მოუგო პარაგვაის. ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გუსტავო კუელარმა გაიტანა.

კოლუმბიამ ცხრა ქულით პირველი ადგილი დაიკავა. არგენტინა ოთხი ქულით მეორეზე გავიდა, პარაგვაი ორი ქულით – მესამეზე. ერთი ქულით დაასრულა ტურნირი ყატარმა.

უკვე გარკვეულია, რომ არგენტინა 28 ივნისს, მეოთხედფინალში ვენესუელას შეხვდება.