კოპა ამერიკა 2019 – არგენტინა მესის პენალტმა გადაარჩინა (ვიდეო)
ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო კოპა ამერიკას B ჯგუფში არგენტინამ. ბელუ ორიზონტეში ლიონელ სკალონის გუნდი პარაგვაის დაუზავდა – 1:1. მატჩის მსვლელობისას, არგენტინელები მდევრის როლში იყვნენ და აშკარა მარცხს გადაურჩნენ.
ანგარიში პარაგვაელებმა 37-ე წუთზე გახსნეს, როცა ნახევარმცველმა რიჩარდ სანჩესმა მიგელ ალმირონის პასით გაიტანა. არგენტინელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ მეორე ტაიმის მე-13 წუთზე გამოიყენა პენალტი და თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა ტურნირზე. 63-ე წუთზე პენალტის შესრულების უფლება პარაგვაელებმაც მიიღეს, მაგრამ დერლის გონსალესმა ვერ გაიტანა – არმანიმ შეძლო მოგერიება.
არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: არმანი – კასკო, პეცელია, ოტამენდი, ტალიაფიკო – რ. პერეირა (46. აგუერო), ლო სელსო, პარედესი, დე პაული (87. მ. სუარესი) – მესი, ლ. მარტინესი (67. დი მარია).
ორი ტურის შემდეგ, B ჯგუფში ექვსი ქულით კოლუმბია ლიდერობს, ორი ქულა აქვს პარაგვაის, თითო-თითო არგენტინასა და ყატარს.
ბოლო ტურში არგენტინა ყატარს შეხვდება, პარაგვაი – კოლუმბიას. მატჩები 23 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
¡Gol de #Paraguay! 🇵🇾
Incredible run by Miguel Almirón, blowing by #Argentina defenders and then crossing for Richard Sánchez to score the opening goal! La #Albirroja take a surprise 1-0 lead.#ARGPAR #CopaAmerica pic.twitter.com/wG4whcWAKW
— Joga Bonito (@Jasoninho10) 20 June 2019
¡GOL DE MESSI! 🇦🇷#VAR gives #Argentina a penalty, and this time #Messi makes no mistake from the spot to score the equalizer. His first goal of the tournament.
1-1. #ARGPAR #CopaAmerica pic.twitter.com/ek2xffitPC
— Joga Bonito (@Jasoninho10) 20 June 2019
¡SAN ARMANI! 🇦🇷💪
Franco Armani saves the penalty from Derlis González!!! He comes up HUGE for #Argentina, making up for his first-half mistake.#ARGPAR #River #CopaAmerica pic.twitter.com/ohKFJ77CMA
— Joga Bonito (@Jasoninho10) 20 June 2019