კონტრაქტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ კაცთან - „ლოკომოტივმა“ კირკიტაძე შეინარჩუნა
კონტრაქტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფ კაცთან - „ლოკომოტივმა“ კირკიტაძე შეინარჩუნა

თბილისის „ლოკომოტივმა“ კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელთან გაახანგრძლივა. გუნდმა ახალი კონტრაქტი თორნიკე კირკიტაძესთან გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„მსოფლიოში ყველაზე სწრაფმა კაცმა, „ლოკომოტივთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა – თორნიკე კირკიტაძე ჩვენთან 2022 წლის ბოლომდე ითამაშებს“, – წერია „ლოკომოტივის“ გვერდზე.

თორნიკე კირკიტაძემ განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ევროპის ლიგაზე დატოვა და მისი შენარჩუნების სურვილი ბუნებრივია. კირკიტაძის გარდა, გუნდთან ორწლიანი კონტრაქტები ასევე გააფორმეს ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე გურეშიძემ, თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა, მცველმა გიორგი გაბაძემ, კაპიტანმა დავით უბილავამ, საყრდენმა ნახევარმცველმა თემურ შონიამ და მთავარმა ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ – ყველა მათგანი გუნდში მომდევნო 2 წელი ითამაშებს.

ამას გარდა, გუნდში დარჩა მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის ტრანსფერიც „დინამო თბილისს“ ეკუთვნის. ეს ნაბიჯი თბილისის „ლოკომოტივმა“ სტაბილური შემადგენლობის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა.