კონტაქტური კარატეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ოთხი მედლით ბრუნდება
კონტაქტური კარატეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ოთხი მედლით ბრუნდება

ვილნიუსში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები 12 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. გუნდის ღირსებას ცხრა მამაკაცი და სამი ქალი იცავდა. 12-დან ოთხმა მედლების მოგება შეძლო. 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა. კონტინენტის საუკეთესო კარატისტი ის უკვე მესამედ გახდა. 65 კილოგრამში ვერცხლის მედალს ანდრეი ზინჩენკო დაეუფლა. ამავე წონაში მესამე საპრიზო ადგილზე სერგო მოვსესიანი გავიდა. ბრინჯაო მოიგო 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ვერულიძემაც. ჯამში ნაკრებმა, მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში, მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა. ვილნიუსში მან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პრეზენტაცია წარადგინა. ევროპირველობას კონტაქტურ კარატეში მომავალ წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს.