კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში გაიმართება
კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება.

განხილვის მთავარი საკითხი 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაა. განიხილება ცვლილების ორი პროექტი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

„საჯარო განხილვა ქალაქ ზუგდიდში გაიმართება, რომელიც მიეძღვნება პროპორციულ არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ყველა რეგიონში ავუხსნათ, თუ რას გულისხმობს ეს ცვლილებები, რატომ არის ის კარგი, რა კითხვები მოსდევს ამ ყველაფერს და ამ კითხვებს ვუპასუხოთ.

ზუგდიდში ველოდები, რომ გვექნება ძალიან საინტერესო განხილვა და აქაც ველოდებით საზოგადოების დამოკიდებულებას, მათ კითხვებს და პოზიციებს, თუ რას ფიქრობენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი