კონსტანტინ კოსაჩოვი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს 15 ივლისს შეხვდება
კონსტანტინ კოსაჩოვი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს 15 ივლისს შეხვდება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩოვი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს 15 ივლისს შეხვდება. რუსულ მედიასთან საუბარში, კონსტანტინ კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე და კრიზისის დაძლევის პერსპექტივებზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგის შექმნის გზით.

კოსაჩოვის განცხადებით, ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრა ფედერაციის საბჭოში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმირ ჯაბაროვიც. რუს დეპუტატებთან შეხვედრების გასამართად მოსკოვში ადა მარშანია, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე გაემგზავრებიან.