კონსეისაო და ჟოაო ფელიქსი „მილანს“ ზაფხულში დატოვებენ #1TVSPORT
კონსეისაო და ჟოაო ფელიქსი „მილანს“ ზაფხულში დატოვებენ #1TVSPORT

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო დატოვებს კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ, – ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

50 წლის პორტუგალიელმა გუნდი 2024 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „მილანმა“ 24 მატჩი ჩაატარა, 11 მოიგო, ხუთჯერ ფრედ ითამაშა და რვაჯერ წააგო.

წყაროს ცნობით, ასევე „მილანს“ დატოვებს მთავარი მწვრთნელის თანამემამულე ჟოაო ფელიქსი, რომელიც „ჩელსიდან“ არის იჯარით აყვანილი.

„მილანი“ 51 ქულით მეცხრე ადგილზეა სერია A-ს გათამაშების ცხრილში.