კონორის მწვრთნელი - მოტივირებული კონორ მაკგრეგორი ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შეძლებს
კონორის მწვრთნელი - მოტივირებული კონორ მაკგრეგორი ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შეძლებს

კონორ მაკგრეგორი საკმაოდ ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, ოქტაგონს შთამბეჭდავი გამარჯვებით დაუბრუნდა. ირლანდიელმა დონალდ „კოვბოი” სერონე 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ინტერვიუებში კონორი აცხადებდა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლამდე ალკოჰოლს ხშირად იღებდა. მისი თქმით, ის სათანადო მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. თუმცა, ეს ვითარება მაკგრეგორის განცხადებით წარსულს ჩაბარდა.

ანალოგიურად ფიქრობს ირლანდიელის ერთ-ერთი მწვრთნელი ოუვენ როდი. კითხვაზე თუ ვის ისურვებდა ის კონორის მომდევნო მეტოქეს როდი ასე პასუხობს:

„სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ ვფიქრობ ამაზე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მომდევნო მეტოქე. მოტივირებულ კონორს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია და მე ამის მტკიცედ მწამს.” – აცხადებს როდი არიელ ჰელვანის შოუში.

როდიმ ასევე ისურვა, რომ კონორმა ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში გააგრძელოს.

„ზოგი ეჭვქვეშ აყენებდა კონორის ამ წონაში (welterweight) ასპარეზობას, თუმცა მე არასოდეს მინახავს ასეთი კონორი, მან ყველას დაუმტკიცა საწინააღმდეგო. მან საოცარ სტილში დაამარცხა სერონე. ასე რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება შემდეგი მეტოქე.”