კონორი დაბრუნდა - ირლანდიელმა სერონე 40 წამში დაამარცხა
კონორი დაბრუნდა - ირლანდიელმა სერონე 40 წამში დაამარცხა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ლას ვეგასის ქარდს (UFC 246) ყველა მოუთმენლად ელოდა. მიზეზი კი ცნობილი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის დაბრუნება იყო. ირლანდიელი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დოლანდ „კოვბოი“ სერონეს დაუპირისპირდა და ორთაბრძოლა 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა. შედეგად, კონორმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მას ახლა ნოკაუტით გამარჯვებები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის სამ წონით დივიზიონში აქვს მოპოვებული.

მაკგრეგორმა ბრძოლა საკმაოდ საინტერესოდ წარმართა. ირლანდიელმა თავდაპირველად სერონეს ზიანი მხრით განხორციელებული დარტყმებით მიაყენა. ამის შემდეგ კი „კოვბოის“ საფირმო ფეხის დარტყმით თავად ისარგებლა და ვეტერანი მებრძოლი ნოკდაუნში გაუშვა. ამის შემდეგ გამოცდილმა ჰერბ დინმა ბრძოლა შეაჩერა და კონორის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დააფიქსირა. ჯერჯერობით უცნობია, ვისთან ჩაატარებს მომდევნო ბრძოლას მაკგრეგორი. სავარაუდო მეტოქეებად შეგვიძლია შემდეგი ოპონენტები მივიჩნიოთ – ხორხე მასვიდალი, კამარუ უსმანი, ნეიტ დიაზი, ჯასტინ გეტჯი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ტონი ფერგიუსონი.