კონორი ბუკმეიკერულ კომპანიებში სერონესთან გამოკვეთილ ფავორიტად ითვლება
კონორი ბუკმეიკერულ კომპანიებში სერონესთან გამოკვეთილ ფავორიტად ითვლება

ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC 246) მორიგი საბრძოლო ღამის მთავარი დაპირისპირება კონორ მაკგრეგორსა და დონალდ სერონეს შორის შედგება.

ბუკმეიკერულმა კომპანიებმა უკვე გამოაქვეყნეს კოეფიციენტები. ამერიკის შეერთებულ შტატებში შერეული ორთაბრძოლების მთავარი ბუკმეიკერული კომპანიის „ემემეეი ოდსმეიკერის“ (MMAoddsmaker) წარმომადგენელმა ნიკ კალიკასმა ადამ მარტინთან სტუმრობისას გააჟღერა თუ როგორ იქნება წარმოდგენილი კოეფიციენტები სერონესა და მაკგრეგორის ბრძოლაზე. როგორც გაირკვა აღნიშნულ დაპირისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტი ირლანდიელი მებრძოლია.

კონორი -275

სერონე +215