კონორ მაკგრეგორს მენი პაკიაოსთან ბრძოლა სურს
კონორ მაკგრეგორს მენი პაკიაოსთან ბრძოლა სურს

ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი სულ ცოტა ხანში დაბრუნდება.

ირლანდიელი კვირას, 19 იანვარს, თბილისის დროით დილის 08:30 საათზე, დონალდ სერონეს დაუპირისპირდება. კონორმა ერთ-ერთ ინტერვიუში აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში საკუთარ დაბრუნებაზე და კარიერაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, მაკგრეგორს კრივის მსოფლიო ტიტულის მოგებაც სურს. ირლანდიელი მენი პაკიაოსთან შესაძლო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. იდეა ფილიპინელი მოკრივის პრომოუტერმა და ბიზნესპარტნიორმა შონ გიბსონმაც მოიწონა.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი 19 იანვარს, UFC 246-ზე დონალდ სერონს შეებრძოლება.