კონორ მაკგრეგორს ხაბიბთან განმეორებითი ბრძოლის გამართვა მოსკოვში სურს
კონორ მაკგრეგორს ხაბიბთან განმეორებითი ბრძოლის გამართვა მოსკოვში სურს

გუშინ აბუ დაბიში ხაბიბ ნურმაგომედოვმა სპორტული კარიერის განმავლობაში რიგით 28-ე გამარჯვება მოიპოვა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. დაღესტნელმა მებრძოლმა დასტინ პორიეს მესამე რაუნდში ე.წ. მახრჩობელა ილეთით სძლია.

მას შემდეგ, რაც ხაბიბმა აღნიშნული გამარჯვება მოიპოვა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ნურმაგომედოვთან რემატჩი კიდევ ერთხელ ისურვა. ამჯერად, კონორმა ბრძოლის ჩატარება მოსკოვში ისურვა, თუმცა დიდი ალბათობით, ხაბიბს მომდევნო ბრძოლა ტონი ფერგიუსონთან ექნება. ამასთან დაკავშირებით განცხადება „იუ ეფ სი“-ს (UFC) პრეზიდენტმა დანა ვაიტმა არაერთხელ განაცხადა.