კონორ მაკგრეგორს დეკემბერში ფრენკი ედგართან ბრძოლა სურს
კონორ მაკგრეგორს დეკემბერში ფრენკი ედგართან ბრძოლა სურს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ტვიტერის საკუთარ გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

ირლანდიელის განცხადებით, ის დეკემბერში ფრენკი ედგარს შეხვდება. მაკგრეგორმა ედგარს დაბადების დღე მიულოცა და დეკემბრამდე დაემშვიდობა. პოსტს ფრენკიმაც უპასუხა და ირლანდიელთან ბრძოლაზე მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ კონორი ოქტაგონზე 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა – მას მერე, რაც სატიტულო ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან დათმო. რაც შეეხება ფრენკი ედგარს, ამერიკელმა მებრძოლმა უკანასკნელი დაპირისპირება მაქს ჰოლოვეისთან დათმო.

დატოვე კომენტარი