კონორ მაკგრეგორს 2020 წელს სამი ბრძოლის გამართვა სურს (ვიდეო)
კონორ მაკგრეგორს 2020 წელს სამი ბრძოლის გამართვა სურს (ვიდეო)

კონორ მაგრეგორი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს (UFC) უბრუნდება. ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ პირველ ბრძოლას დონალდ სერონეს წინააღმდეგ ლას-ვეგასში 2020 წლის 18 იანვარს გამართავს. „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი არიელ ჰელვანი იუწყება, რომ კონორს 2020 წელს სამი ბრძოლის გამართვს სურს. უკვე სახელდება სავარაუდო მეტოქეებიც.

„მას სურს 18 იანვარს იბრძოლოს. სინამდვილეში მას დეკემბერში ჰქონდა სურვილი ოქტაგონზე დაბრუნების, თუმცა აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა (UFC) მას ამის საშუალება არ მისცა. მას წლის დასაწყისში ბრძოლა იმიტომ, სურს, რომ შემდგომ ზაფხულში ხორხე მასვიდალს ან ნეიტ დიაზს დაუპირისპირდეს. შესაძლოა სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ იმართება მაკგრეგორისა და სერონეს დაპირისპირება ნახევრად-საშუალო წონით დივიზიონში. საბოლოოდ მას ნურმაგომედოვთან რევანში სურს, იმ შემთხვევაშ თუ მაგ დროს ხაბიბი კვლავ ჩემპიონი იქნება“.

31 წლის ირლანდიელისთვის 2020 წელი კარიერაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.