კონორ მაკგრეგორმა წონაში საგრძნობლად მოიმატა
კონორ მაკგრეგორმა წონაში საგრძნობლად მოიმატა

ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს სულ მალე დაუბრუნდება. ირლანდიელი 2020 წლის 18 იანვარს, ლას ვეგასის „ტი მობაელ არენაზე“ დონალდ „კავბოი“ სერონეს დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, რომ ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში შედგება. აქედან გამომდინარე, მაკგრეგორს წონის მომატება ესაჭიროება. როგორც ჩანს კონორი ამ ამოცანას თავს ძალიან წარმატებულად ართმევს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ აქვს წონაში მომატებული ირლანდიელს.