კონორ მაკგრეგორმა წამში ორი მილიონი გამოიმუშავა
კონორ მაკგრეგორმა წამში ორი მილიონი გამოიმუშავა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა ამერიკელ დონალდ სერონესთან ბრძოლისთვის 78 მილიონი დოლარი მიიღო, – იტყობინება ინტერნეტ-პორტალი Lad Bible.

შეგახსენებთ, რომ მათი ბრძოლა კვირას, ლას ვეგასში გაიმართა და 40 წამში მაკგრეგორის გამარჯვებით დასრულდა.

ასე რომ, სერონესთან ბრძოლის თითოეული წამისთვის ირლანდიელმა ორი მილიონი დოლარი მიიღო.

მაკგრეგორის ოფიციალურმა ჰონორარმა შეადგინა სამი მილიონი დოლარი, სერონესი – 200 ათასი, თუმცა, 31 წლის ირლანდიელმა შემოსავლის დიდი ნაწილი ბრძოლის ტრანსლიაციის გაყიდვიდან მიიღო.