კონორ მაკგრეგორმა საკუთარი ვისკი გამოუშვა
კონორ მაკგრეგორმა საკუთარი ვისკი გამოუშვა

შერეულ ორთაბრძოლებში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ვისკის საკუთარი მარკა გამოუშვა, რომელსაც Proper 12 დაარქვა.

„მთელი ჩემი ცხოვრება გარდაცვლილი ბაბუის, კრისტოფერ მურის საქმეს ვსწავლობდი. სამი წელი დამჭირდა, რათა ნულიდან შემექმნა ეს სასმელი. წარმოგიდგენთ Proper 12-ს – ნამდვილ ირლანდიურ ვისკის ნამდვილი ირლანდიელისგან. როცა ეს პროექტი ჩავიფიქრე, მინდოდა შემექმნა ისეთი რაღაც, რაც ირლანდიურ კულტურას გაუსვამდა ხაზს და აჩვენებდა, როგორ ვაწარმოებთ საუკეთესო ვისკის მსოფლიოში. ეს ერთ-ერთი კულტურაა, რაც განვავითარეთ ამ შესანიშნავ კუნძულზე. ეს ვისკი – თხევადი ოქროა, რომელსაც მსოფლიოს ვაჩუქებ”, – დაწერა საკუთარ “ინსტაგრამში” მაკგრეგორმა.