კონორ მაკგრეგორმა საკრივო ორთაბრძოლა გამართა (ვიდეო)
კონორ მაკგრეგორმა საკრივო ორთაბრძოლა გამართა (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი აგრძელებს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნვას. ირლანდიელი ეწვია კლუბ ქრამლინ ბოქსინგ ქლაბს (Crumlin Boxing Club), რომელშიც 12 წლის ასაკში იწყებდა კრივის შესწავლას, და იქ საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართა.

მაკგრეგორის მეტოქე იყო მაიკლ მაკგრეინი. ბრძოლა ფრედ დასრულდა, მიღებული თანხა კი დაიხარჯება ქველმოქმედებაზე, – იტყობინება გამოცემა ემ-ემ-ეი ფაითინგი (MMA Fighting).

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორს კარიერაში ჰქონდა ერთი საკრივო ორთაბრძოლა პროფესიონალებში. 2017 წელს, მან ტექნიკური ნოკაუტით წააგო ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან.