კონორ მაკგრეგორმა მასზე მომჩივან ქალს სასამართლო პროცესი მოუგო
კონორ მაკგრეგორმა მასზე მომჩივან ქალს სასამართლო პროცესი მოუგო

მიმდინარე წლის დასაწყისში ლივერპულელმა ქალმა განაცხადა, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მებრძოლი კონორ მაგრეგორი მისი ერთადერთი შვილის მამაა, მაგრამ ირლანდიელმა მებრძოლმა დნმ ანალიზის საშუალები დაადგინა, რომ სინამდვილეში ის ბავშვის მამა არ არის.

ინფორმაციას ამის შესახებ „აირიშ ინდეფენდენთი” (Irish Independent) ავრცელებს. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ იმის ალბათობა, რომ კონორი ბავშვის მამა არის ნულს უტოლდება. გამოკვლევები ქალაქ ნიუკასლში მიმდინარეობდა.