კონორ მაკგრეგორმა კვლავ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა
კონორ მაკგრეგორმა კვლავ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

უკვე მესამედ, კონორ მაკგრეგორი კარიერის დასრულების შესახებ აკეთებს განცხადებას. ირლანდიელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

„მეგობრებო, მე გადავწყვიტე, რომ კარიერა დავასრულო. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ დაუვიწყარი მოგონებებისთვის. ბრწყინვალე მოგზაურობა მქონდა!„გადავწყვიტე, ამ სპორტიდან ახალგაზრდა წავიდე. ყველას დიდი მადლობა. მოგვიანებით შევხდებით“.

31 წლის ირლანდიელი ოქტაგონს 2019 წლის იანვარში დაუბრუნდა და დონალდ სერონეს სძლია. მას შემდეგ არ წყდება საუბრები კონორის მომდევნო მეტოქეებთან დაკავშირებით. ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის ეს განცხადება ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჯერჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია მაკრეგორის გუნდის არც ერთ წევრს. შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების შესახებ უახლოეს წარსულში ჯონჯ ჯონსმაც განაცხადა. ორგანიზაციასთან წარუმატებელ მოლაპარაკებებზე ასევე საუბრობდა  ხორხე მასვიდალიც.