კონორ მაკგრეგორმა კორონავირუსით დაზარალებულებისთვის მილიონი ევრო გადარიცხა

19:12, 25.03.2020

კორონავირუსის პანდემიამ გლობალური კრიზისი გააჩინა. გაჩერებულია ყველა სპორტული თუ სხვა ღონისძიებები. უამრავი ადამიანი სამსახურების გარეშე დარჩა და მძიმე დღეების გადატანა უწევთ.

ამ სიტუაციაში, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი აქტიურად არის ჩართული საკუთარ ქვეყანაში დაზარალებულების დახმარებაში.

როგორც დღეს გახდა ცნობილი კონორმა მილიონი ევრო ლეინსტერის ერთ-ერთ საავადმყოფოს ჩაურიცხა, რადგან იქ შესაბამისი სამედიცინო მოწყობილობების ნაკლებობა იყო.

მსგავსი