კონორ მაკგრეგორმა ხაბიბთან წაგება განმარტა
კონორ მაკგრეგორმა ხაბიბთან წაგება განმარტა

ირლანდიელმა მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა აღიარა, რომ შარშან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან სერიოზული ტრავმით ჩხუბობდა.

ხაბიბთან ბრძოლამდე სამი კვირით ადრე, ტერფის ძვალი გამიტყდა. მიუხედავად ამისა, მაინც წინ მივიწევდი და ბოლომდე ვჩხუბობდი. მათ შორის, მის ძმასთან. ბედნიერი ვარ იმით, როგორ წარიმართა მაშინ ყველაფერი. ჩემთვის ეს გაკვეთილი იყო – გავიგე როგორ უნდა ვიჩხუბო და როგორ მოვემზადო. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. იმ ბრძოლაში ყველაზე მეტად დაცვით ვარ კმაყოფილი. ვკითხულობდი მის დარტყმებს და თავიდან ვიცილებდი გარეგან დაზიანებებს. როცა ასეთ სიტუაციაში ქვემოთ იმყოფები, ნებისმიერმა შეცდომამ შეიძლება ნოკაუტი გამოიწვიოს, მაგრამ მისმა ვერც ერთმა დარტყმამ ვერ მიაღწია მიზანს”, – დაწერა თავის „ტვიტერში“ კონორმა.

ხაბიბმა მაკგრეგორთან ბრძოლა მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით მოიგო. ირლანდიელმა ორი კვირის წინ გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, მაგრამ რამდენიმე დღეში გადაიფიქრა.