კონორ მაკგრეგორმა ჯასტინ გეიჯი გამოიძახა
კონორ მაკგრეგორმა ჯასტინ გეიჯი გამოიძახა

ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გუშინ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკმაოდ აქტიური იყო. ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა არაერთ საკითხზე ისაუბრა. მაკგრეგორმა ბრძოლის გამართვა მაყურებლების გარეშე ჯასტინ გეიჯისთან ისურვა.

„ფანები ქმნიან სპორტს! სანამ ბრძოლები გაიმართებოდა, მე წინააღმდეგი ვიყავი გულშემატკივრების გარეშე მებრძოლა. თუმცა ამჟამად ვაცხადებ, ჩემთვის პატივი იქნება ასეთ პირობებში ბრძოლა სწორედ გულშემატკივრებისთვის. მომდევნო დაპირისპირება ჯასტინთან მელის, რადგან ხაბიბს ამ თამაშში გაქცევა უყვარს და ის ამით ცნობილია. ამის გარანტიას გაძლევთ“.

ირლანდიელმა, რა თქმა უნდა, ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვზე დიდხანს ისაუბრა.

„როგორც ყოველთვის, ხაბიბი ვირთხასავით იმალება. ეს მე არაერთხელ აღვნიშნე. ჩვენ ეს არაერთხელ ვნახეთ“.

ბოლოს მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ტიტულის მოგების შემდეგ, ის კვლავ წონის შეცვლას და ნახევრად საშუალო (welterweight) დივიზიონში დაბრუნებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი