კონორ მაკგრეგორის თქმით, ის ხაბიბთან ბრძოლისთვის სათანადოდ არ მოემზადა
კონორ მაკგრეგორის თქმით, ის ხაბიბთან ბრძოლისთვის სათანადოდ არ მოემზადა

კონორ მაკგრეგორი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დონალდ სერონესთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაბრუნდა. მანამდე კი ირლანდიელმა სატიტულო ბრძოლა მსუბუქი წონის დაუმარცხებელ ჩემპიონთან ხაბიბ ნურმაგომედოვთან წააგო. დაღესტნელმა დაპირისპირება მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით მოიგო.

„ბლიჩერ რეპორტის“ ჟურნალისტ ჯონათან სნოუდენთან მიცემულ ინტერვიუში მაკგრეგორმა თავის კარიერაზე ისაუბრა და ხაბიბთან ბრძოლასაც შეეხო.

„ვაღიარებ, რომ ამ ბრძოლისთვის სათანადოდ არ მოვემზადე. ჩემი ფიზიკური მდგომარეობა იდეალურისგან შორს იყო. რაც გინდათ ის ილაპარაკეთ. ფაქტია, რომ დღეს მე მშიერი ვარ. ერთი კვირის უჭმელივით მშიერი! როდესაც  გონებას სწორი მიმართულებით განვაწყობ, ყველაფერი გამომდის. არ არსებობს ამოცანა, რომელსაც ვერ ამოვხსნი. მერწმუნეთ, ადრე დაშვებულ შეცდომებს არასოდეს გავიმეორებ. ამჟამად ბრწყინვალედ ვგრძნობ თავს.”

ამერიკული მედია მიმდიანრე წლის ზაფხულში (11 ივლისი, ლას ვეგასი) კონორისა და ჯასტინ გეტჯის ბრძოლაზე ალაპარაკდა. წინასწარი ინფრომაციით, ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ორივე მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.