კონორ მაკგრეგორის დეიდა კორონავირუსით გარდაიცვალა
კონორ მაკგრეგორის დეიდა კორონავირუსით გარდაიცვალა

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ირლანდიელი მებრძოლის კონორ მაკგრეგორის დეიდა კორონავირუსით გარდაიცვალა. კონორი ამ შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მე ახლახანს ვაპირებდი მსოფლიოსთვის ჩემი ვისკის სიახლეების შესახებ ახალი ამბავის თქმას. ჩვენი კომპანია საქველმოქმედო კამპანიას აპირებდა. სწორედ ამ დროს დამირეკა ტელეფონმა და საშინელი ამბავი გავიგე. ჩემი საყვარელი დეიდა ენი გარდაიცვალა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჩემი საწყალი, მეგობრული დეიდა ენი. დედაჩემის და. ეს უაზრო ვირუსი. რა ხდება გამარკვიეთ.მე ოჯახი კუნძულზე წავიყვანე. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას ამ მძიმე პერიოდში. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ნათელში ამყოფოს შენი სულო დედა ენ. მე შენ მიყვარხარ.” – წერს კონორი.

დატოვე კომენტარი