კონორ მაკგრეგორის აზრით, ტაისონ ფიურისა და დეონტე ვაელდერის განმეორებითი ბრძოლა „ბოშათა მეფის“ გამარჯვებით დასრულდება
კონორ მაკგრეგორის აზრით, ტაისონ ფიურისა და დეონტე ვაელდერის განმეორებითი ბრძოლა „ბოშათა მეფის“ გამარჯვებით დასრულდება

22 თებერვალს კრივის მოყვარულები ძალიან საინტერესო ბრძოლას იხილავენ. ლას ვეგასში დეონტე ვაელდერი განმეორებით დაპირისპირებას ტაისონ ფიურის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა ამ სპორტსმენებს შორის ფრედ დასრულდა.

„ბი ტი სპორტთან“ (BT Sport) მიცემულ ინტერვიუში კონორ მაკგრეგორმა ფიურისა და ვაელდერის მოახლოებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა. ირლანდიელი უპირატესობას ინგლისელ მოკრივეს ანიჭებს.

„ტაისონს ძალიან მძიმე ბრძოლა ელის. დეონტე უდიდესი ძალის მქონე მოკრივეა, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, გამარჯვება ფიურის დარჩება. ტაისონი ბევრად სწრაფი, კრეატიული და საინტერესო დამრტყმელია და ჩემი აზრით, ეს ფაქტორი ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს“.