კონორ მაკგრეგორი ყველაზე „სუფთა“ მებრძოლია აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში
კონორ მაკგრეგორი ყველაზე „სუფთა“ მებრძოლია აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში

ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტომ (USADA) გამოაქვეყნა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მებრძოლთა სია, რომლებმაც 2015 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი სუფთა დოპინგ-სინჯი ჩააბარეს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი უარყოფითი სინჯი ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა (49) ჩააბარა. შემდეგ მოდიან ამერიკელი დანიელ კორმიე (45), ბრაზილიელი რაფაელ დოს ანიოსი (41), ამერიკელი ჰოლი ჰოლმი (39) და მისი თანამემამულე სტიპე მიოჩიჩი (38).

მაკგრეგორი UFC-ის ჩემპიონი იყო ორ წონით კატეგორიაში – ნახევრადმჩატესა და მჩატეში. 2019 წლის 26 მარტს, ირლანდიელმა შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, ოთხ აპრილს კი სიტყვები უკან წაიღო.