კონორ მაკგრეგორი თავს მილიარდერად მიიჩნევს
კონორ მაკგრეგორი თავს მილიარდერად მიიჩნევს

ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა საკუთარ თავს მილიარდერი უწოდა.

„მე ადრე მილიარდერებისთვის ვჩხუბობდი. ახლა, ერთ-ერთი მათგანი გავხდი“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ 31 წლის მებრძოლმა.

ამა წლის ივლისში, მაკგრეგორი ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით შეიყვანეს 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ ადამიანს შორის. ის ერთადერთი წარმომადგენელი იყო ამ რეიტინგში შერეული ორთაბრძოლებიდან (MMA).

ჟურნალის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაკგრეგორის შემოსავალმა 47 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხის დიდი ნაწილი მან მიიღო რუს ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის სანაცვლოდ – 2018 წლის ოქტომბერში. კიდევ ხუთი მილიონი „რიბოკთან“ სარეკლამო კონტრაქტით ეკუთვნოდა. დანარჩენი შემოსავალი ვისკი „Proper 12“-ის რეალიზაციაზე მოდის.