კონორ მაკგრეგორი შესაძლოა ზაფხულში ჯასტინ გეტჯის დაუპირისპირდეს
კონორ მაკგრეგორი შესაძლოა ზაფხულში ჯასტინ გეტჯის დაუპირისპირდეს

კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს დაუბრუნდა. ირლანდიელმა მებრძოლმა დონალდ სერონე 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ჟურნალისტი არიელ ჰელვანი იუწყება, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) კონორისა და ჯასტინ გეტჯის ბრძოლაზე მუშაობს. წყაროს ცნობით მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმდნენ ბრძოლა დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.

შეგახსენებთ, მაკგრეგორის მსგავსად, გეიჯიმაც თავისი უკანასკნელი ბრძოლა დონალდ სერონესთან ჩაატარა და ანალოგიურად, ეფექტური ნოკაუტით მოიგო. ჯასტუნმა მეტოქე 4 წუთში, ხოლო მაკგრეგორმა სულ რაღაც 40 წამში დაამარცხა.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს ჯასტინ გეტჯის აგენტი ალი აბდელ აზიზი. მისი თქმით გეტჯისთვის კონორი საინტერესო არ არის და ის სატიტულო ბრძოლის მომდევნო კანდიდატია.