კონორ მაკგრეგორი საკუთარი ვისკით დიდ ფინანსურ მოგებაზე გავიდა

17:03, 26.04.2019

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა საკუთარი ვისკის რეალიზაციიდან უკვე გამოიმუშავა დაახლოებით 36 მილიონი ევრო.

მსოფლიოს ბაზარზე ირლანდიელის ბრენდი (Proper.12) ძალიან მაღალ დონეზე ავიდა, თუმცა ჩამორჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ირლანდიურ ვისკის „ჯეიმსონს“ (Jameson).

ამ მომენტისთვის, გაყიდულია დაახლოებით 200 ათასი ყუთი. თითო ყუთში 750-მილილიტრიანი 12 ბოთლი დევს.

ირლანდიაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში ერთ ბოთლი „პროპერ თველვის“ (Proper.12) საბითუმო ფასი 15-18 დოლარს შეადგენს.

მსგავსი