კონორ მაკგრეგორი - ნურმაგომედოვთან ბრძოლა უნდა გამომეტოვებინა
კონორ მაკგრეგორი - ნურმაგომედოვთან ბრძოლა უნდა გამომეტოვებინა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ არ უნდა გასულიყო ჰაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ტრავმირებული იყო.

ირლანდიელმა განაცხადა, რომ ბრძოლის წინ ტრავმა მიიღო, აგრეთვე ზედმეტი წონის პრობლემაც აწუხებდა.

„ბრძოლამდე ორკვირანახევრით ადრე, სპარინგი მქონდა მოლდოველ მებრძოლთან. ის ხშირად იყენებდა ფეხებში შესვლებს. ერთ-ერთი ასეთი ილეთის დროს, მეტოქეს მუცელში ფეხი დავარტყი, რის გამოც ჩემი ორი თითი არაბუნებრივად გადაიღუნა. ექიმს ძალის გამოყენებით მოუწია მათი გასწორება. ჩემი ფეხი საჰაერო ბურთივით გახდა“, – მოჰყავს მაკგრეგორის სიტყვები MMAFighting-ს.

ირლანდიელი ამტკიცებს, რომ მიღებულმა დაზიანებამ ხელი შეუშალა ნურმაგომედოვთან ბრძოლაში და რუსს სრული ძალით ვერ დაუპირისპირდა.

მაკგრეგორსა და ნურმაგომედოვს შორის ორთაბრძოლა 2018 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა და ხაბიბის მოგებით დასრულდა.

დატოვე კომენტარი