კონორ მაკგრეგორი კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილს გამოეხმაურა (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცნობილმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა კობი ბრაიანტის გარდაცვალებაზე ისაუბრა. 2020 წლის გრემის დაჯილდოვებაზე ირლანდიელმა წითელ ხალიჩაზე ინტერვიუ ტელეკომპანია „სი-ბი-ესს“ (CBS) მისცა, სადაც განაცხადა:
„ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტი რამ მოხდა. ის ნამდვილი კერპი იყო ფანებისთვის. ამ უდიდეს ტრაგედიას მისი ქალიშვილიც ემსხვერპლა. მე მოხარული ვარ, რომ ახლა აქ ვიმყოფები, თუმცა ამავე დროს ძალიან გულდაწყვეტილი ვარ… ძალიან მძიმე დღეებია. როდესაც მე პირველად ჩამოვედი ამერიკაში, კობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო. ჩვენ ირლანდიაში კალათბურთი დიდად არ გვესმის, თუმცა კობი დიდი ადამიანი იყო. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ შევხევდრივარ ამ ადამიანს“.
Conor McGregor on the death of NBA legend Kobe Bryant: “It’s iconic that I’m here and that he used to play in this arena… I’m very happy to be here but sad at the same time. It’s just a very sad time.” — @TheNotoriousMMA #GRAMMYs pic.twitter.com/SOFjWGfoPp
— CBS This Morning (@CBSThisMorning) 27 January 2020