კონორ მაკგრეგორი ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს #1TVSPORT
ირლანდიელმა მებრძოლმა, UFC-ის ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა გამოაცხადა, რომ ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. არჩევნები 2025 წელს გაიმართება.
„ირლანდიამ 2026 წლის 12 ივნისამდე სრულად უნდა შეასრულოს ევროკავშირის სამიგრაციო პაქტი. ამ დროის განმავლობაში, პარლამენტის ორივე პალატამ უნდა მიიღოს რამდენიმე საკანონმდებლო აქტი, პრეზიდენტმა კი მას ხელი უნდა მოაწეროს.
შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 11 ნოემბერს გაიმართება. ვინ გამოვა მთავრობის წინააღმდეგ და ვინ შეეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს? ნებისმიერი სხვა კანდიდატი, რომლის წამოყენებასაც ისინი ეცდებიან, ვერ წავლენ მის წინააღმდეგ. მე კი შევეწინააღმდეგები! როგორც პრეზიდენტი, ამ კანონპროექტს რეფერენდუმზეც გავიტანდი. იმის მიუხედავად, რომ ამ პაქტის წინააღმდეგ გამოვდივარ, ეს ჩემი და მთავრობის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ირლანდიელი ხალხის არჩევანი! ყოველთვის! აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია!
საინტერესო იქნება იმის მოსმენა, ჩვენი ჩინოვნიკები რა არგუმენტებით დაასაბუთებენ თავიანთ მხურვალე მხარდაჭერას ამ პაქტის მიმართ. სიამოვნებით მოვისმენდი დებატებს, შემდეგ არჩევნები! ირლანდიის მომავალი ჩემთან ერთადაა პრეზიდენტის პოსტზე. ირლანდიის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავისი ხმა და თავისი მომავლის არჩევის შესაძლებლობა!
ხმა მიეცით მაკგრეგორს, და თქვენი ხმა გაგონილი იქნება!“ – დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში.