კონორ მაკგრეგორი გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი
კონორ მაკგრეგორი გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი

ირლანდიის პოლიცია იძიებს გაუპატიურების საქმეს, რომელთანაც კავშირი შესაძლოა ჰქონდეს შერეული ორთაბრძოლების მებრძოლ კონორ მაკგრეგორს, – წერს გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი (The New York Times).

როგორც გამოცემა მიუთითებს, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილი ჩემპიონისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და არც დაუპატიმრებიათ, მაკგრეგორის ადვოკატი კი კომენტარებისგან თავს იკავებს.

ამა წლის იანვარში იტყობინებოდნენ, რომ 10 დეკემბერს, ერთ-ერთ სასტუმროში, სპორტსმენი დააკავეს (სავარაუდოდ, მაკგრეგორი), რომელიც გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი. მსხვერპლმა პოლიციაში განცხადება თავიდანვე არ შეიტანა.

სპორტსმენი განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს. გარკვეული დროის შემდეგ, ის ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. ამასთან, პოლიციამ მაკგრეგორის სახლიდან მტკიცებულებები ამოიღო, აგრეთვე შეისწავლა ვიდეოთვალთვალის კამერები. როგორც იტყობინებიან, მაკგრეგორი პერიოდულად ჯავშნიდა პენთჰაუზს სასტუმრო ბიკონში და ბოლო ვიზიტი იქ სწორედ დეკემბერში ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. როგორც სპორტული პრესა ვარაუდობს, მისი სპორტიდან წასვლა სწორედ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.