კონორ მაკგრეგორი ჟანგისა და იოანას ბრძოლას გამოეხმაურა
კონორ მაკგრეგორი ჟანგისა და იოანას ბრძოლას გამოეხმაურა

UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მიიჩნევს, რომ ვეილი ჟანგისა და იოანა ჟედრეჟჩაკის სატიტულო ბრძოლაზე მსაჯებმა არასოწრი გადაწყვეტილება მიიღეს. ირლანდიელის აზრით ბრძოლაში გამარჯვება პოლონელმა მოიპოვა.

მსაჯებმა დაპირისპირებაში ქულები ჟანგის სასარგებლოდ 48-47 47-48 და 48-47 დააფიქსირეს. ჩინელისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იყო. ბრძოლა იმდენად საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომ ბევრა ეს დაპირისპირება შერეულ ორთაბრძოლებში ერთერთ საუკეთესოდ მონათლეს.

მაკგრეგორი ბრძოლას საკუთარ ტვიტერზე მოკლედ გამოეხმაურა – „შესანიშნავი დაპირისპირება ! არასწორი გადაწყვეტილება“.