კონორ მაკგრეგორი აცხადებს, რომ მისი დეიდა კორონავირუსით არ გარდაცვლილა

12:44, 18.03.2020

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ცნობილმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისი დეიდა ვირუსული ინფექციით დაიღუპა. მსოფლიო მედიამ ეს ამბავი კორონავირუსის პანდემიას დაუკავშირა. თუმცა, ირლანდიელმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. კონორი აცხადებს, რომ მისი დეიდის, ენის გარდაცვალების მიზეზი COVID 19-ის ვირუსი არ ყოფილა.

„ყველაფერს მინდა ნათელი მოვფინო. დეიდაჩემის სიკვდილის მიზეზი კორონავირუსი არ იყო“,- აღნიშნა კონორმა.

აქვე მაკგრეგორმა მადლობა უთხრა ირლანდიის მთავრობას კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის გამო და მოუწოდა მოსახლეობას დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

კორონავირუსმა მსოფლიოს მაშტაბით უკვე იმსხვერპლა 6000 ადამიანზე მეტი.

მსგავსი