კონორ მაკგრეგორი დონალდ სერონესთან ბრძოლისთვის დაახლოებით 80 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს
კონორ მაკგრეგორი დონალდ სერონესთან ბრძოლისთვის დაახლოებით 80 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს

19 იანვარს ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება. მისი მეტოქე დონალდ „ქაუბოი“ სერონე იქნება. ბრძოლა ლას ვეგასის „ტი მობაელ“ არენაზე შედგება.

როგორც ცნობილია, მაკგრეგორი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის კონტრაქტით გათვალისწინებულ გარანტირებულ $5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა როგორც ცნობილი ხდება ირლანდიელის ჰონორარი გაცილებით დიდია.

არიელ ჰელვანისთან მიცემილ ვრცელ ინტერვიუში კონორმა ბევრ საკითხზე ისაუბრა. ერთერთი კი მისი მოახლოვებული ბრძოლის ჰონორარი იყო. „ნოტარიუსი“ აცხადებს, რომ ის სერონესთან დაპირისპირებით დაახლოები $80 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს. მაკგრეგორმა ასევე აღნიშნა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლაში მან $50 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

რაც შეეხება დონალდ სერონეს, „ქაუბოი“ გარანტირებულ $2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.