კონმებოლმა (CONMEBOL) მესი სამი თვით და 50 ათასით დააჯარიმა
კონმებოლმა (CONMEBOL) მესი სამი თვით და 50 ათასით დააჯარიმა

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ (CONMEBOL) საბოლოო განაჩენი გამოუტანა არგენტინის ნაკრების ფორვარდს ლიონელ მესის იმ ბრალდებების გამო, რომელიც ფეხბურთელმა ორგანიზაციის წინააღმდეგ კოპა ამერიკას დროს გამოთქვა.

მესიმ ნახევარფინალის და მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ, კონმებოლი კორუfციაში დაადანაშაულა.

ამის გამო, „ბარსელონას“ ლიდერმა სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ეს მას ნიშნავს, რომ მესი გამოტოვებს ამხანაგურ მატჩებს ჩილესთან, მექსიკასთან და გერმანიასთან, აგრეთვე, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩს, – წერს ესპანური გაზეთი „ასი“ (AS).

გარდა ამისა, კონფედერაციამ 50 ათასი დოლარით დააჯარიმა არგენტინელი ფეხბურთელი. მესის ერთი კვირა აქვს იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანოს.