„კონიასპორმა“ ოფიციალურად დაადასტურა - „შენგელია ჩამოფრინდა და კონტრაქტზე შევუთანხმდით“
„კონიასპორმა“ ოფიციალურად დაადასტურა - „შენგელია ჩამოფრინდა და კონტრაქტზე შევუთანხმდით“
ლევან შენგელია თურქეთში ითამაშებს. თბილისის „დინამოს“ 23 წლის თავდამსხმელი „კონიასპორს“ კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა – ინფორმაციას თურქეთში პოპულარი გაზეთი „ჰურიეთი“ ავრცელებს.
 
„სუპერლიგაში პირველი სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე „კონიასპორმა“ სწრაფად იმოქმედა და ლევან შენგელიასთან კონტრაქტი შეათანხმა. გუნდის მენეჯმენტმა კონტრაქტის პირობებზე ქართულ გუნდთან, თბილისის „დინამოსთან“, და პირადად ლევან შენგელიასთან მოილაპარაკა. 24 წლის თავდამსხმელს ფლანგებსა და თავდამსხმაში თამაში შეუძლია. შენგელია კონიაში შუადღისას ჩაფრინა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს“ – წერს „ჰურიეთი“.
გამოცემასთან ეს სიახლე „კონიასპორის“ პრესსპიკერმა გიუვენ ოტენმა დაადასტურა.
„სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურავმდე რამდენიმე საათით ადრე ლევან შენგელიას კონტრაქტზე მუშაობას ვაგრძელებთ. ქართველ თავდამსხმელს ყველაფერზე შევთანხმდით. ფეხბურთელი კონიაში შუადღისას ჩამოდის, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას 2+1 წლით გავაფორმებთ“ – აცხადებს „კონიასპორის“ პრესსპიკერი.
დატოვე კომენტარი