კონგრესმენი ვიქტორია სპარცი მიიჩნევს, რომ ანდრეი ერმაკმა დნეპრის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელს უკრაინის მოქალაქეობა მასთან შეხვედრის საბაბით ჩამოართვა
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი მიიჩნევს, რომ ანდრეი ერმაკმა დნეპრის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელს უკრაინის მოქალაქეობა მასთან შეხვედრის საბაბით ჩამოართვა

კონგრესმენი ვიქტორია სპარცი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დნეპრის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელ გენადი კორბანს უკრაინის მოქალაქეობა სწორედ მასთან შეხვედრის საბაბით ჩამოართვა.

„საინტერესოა, თუ როგორ ჩამოართვა ანდრეი ერმაკმა კორბანს (პასუხისმგებელია დნეპრის – უკრაინის აღმოსავლეთით დიდი ქალაქის დაცვაზე) მოქალაქეობა საიდუმლო ბრძანების გამო და აუკრძალა შესვლა, საბაბად ჩვენი 30-წუთიანი შეხვედრის გამოყენებით. ასევე, ჩემთან აკავშირებს სხვა ადამიანებს, რომლებიც არასდროს მინახავს“, – წერს ვიქტორია სპარცი სოციალურ ქსელში.