კონგრესმენი ჯო უილსონი - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ორმხრივი სარგებელი, ჩვენ გვაქვს დიდი სარგებელი ნიჭიერი ქართველი ხალხისგან
კონგრესმენი ჯო უილსონი - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ორმხრივი სარგებელი, ჩვენ გვაქვს დიდი სარგებელი ნიჭიერი ქართველი ხალხისგან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, სამხრეთ კაროლინას შტატიდან კონგრესის წევრმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ორმხრივი სარგებელი ურთიერთთანამშრომლობით.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი დელეგაციას საქართველოდან, რადგან ისინი არიან ერთგული პატრიოტები და უნდა იყვნენ აქ, ვაშინგტონში, რათა გააძლიერონ ამერიკელი ხალხის სიყვარული საქართველოს, ჩვენი ძვირფასი მეგობრების მიმართ.

შესანიშნავი ვიზიტები მქონდა თბილისში, გორში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ძალიან შთამბეჭდავია და რაც ვიცი, არის, რომ ქართველი ხალხი ამაღელვებელია ჩემთვის. ჩვენ ვიცით ერთმანეთის გვერდით ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ორმხრივი სარგებელი და ჩვენ გვაქვს დიდი სარგებელი ნიჭიერი ქართველი ხალხისგან“, – აღნიშნა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.