კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა მოსწავლეებმა „დინამო არენა“ დაათვალიერეს #1TVSPORT
კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა მოსწავლეებმა „დინამო არენა“ დაათვალიერეს #1TVSPORT

კონფლიქტის ზონაში მდებარე ერგნეთისა და ნიქოზის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ დაათვალიერეს.

ეს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის ორგანიზებით და ეროვნულ სამშვიდობო-სპორტული პროექტების ორგანიზატორის, გიორგი სამხარაძის ინიციატივით მოხდა.

ეროვნულ სტადიონზე მოსწავლეებს დახვდნენ საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელობა, რომლებმაც ისინი სპორტული ინვენტარით დაასაჩუქრეს.

ბავშვებს საქართველოს პარლამენტში სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა უმასპინძლა, კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და წარმატებულ სპორტსმენებზე ესაუბრა.

„სკოლის მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს და უშუალოდ სპორტის კომიტეტის საქმიანობას. იმედი მაქვს, რომ ამ ბავშვების უმრავლესობა წარმატებული საჯარო მოხელე და პარლამენტის წევრი გახდება. ჩვენი სურვილია, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებების სკოლის მოსწავლეები ხშირად გვესტუმრონ პარლამენტში, რათა მეტი ინფორმაცია მიიღონ საკანონმდებლო ორგანოსა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.