კონფერენსლიგის მატჩამდე გორის „დილამ“ ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

16:16, 08.07.2026

გორის „დილამ“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა – გუნდის ახალწვეული ნორვეგიელი ცენტრალური თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუაა.

25 წლის ფეხბურთელმა კარიერა ნორვეგიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, „როსენბორგის“ აკადემიაში დაიწყო, გაიარა ამ გუნდის სრული სტრუქტურა და შემდგომი წლები სამშობლოში, სხვადასხვა კლუბში გაატარა. ფრანკლინს თამაში როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია.

კონფერენსლიგის მატჩამდე გორის „დილას“ წევრები ასევე გახდნენ ცენტრალური მცველები – 20 წლის ნიდერლანდელი მცველი მაიკ ნელსონ პოეკეტი და 30 წლის გერმანელი ლამარ იარბროუგი, ხოლო 19 წლის სენეგალელი მოჰამედ დიუფი მარცხენა მცველია.

გორის „დილა“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სან მარინოს „ვირტუსს“ უმასპინძლებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 9 ივლისს გაიმართება.

მსგავსი