კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თბილისის „იბერიის“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თბილისის „იბერიის“ მეტოქეები გაირკვა.
უეფა-ს კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე გასული 36 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა. „იბერიის“ მეტოქეები იქნებიან:
„კოპენჰაგენი“ (დანია), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „ხეტაფე“ (ესპანეთი), „სენტ-ტრუიდენი“ (ბელგია), „იაბლონეცი“ (ჩეხეთი), „მიალბი“ (შვედეთი).
საქართველოს ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდას“, „ხეტაფესა“ და „მიალბის“ თბილისში უმასპინძლებს, ხოლო „კოპენჰაგენთან“, სენტ-ტრუიდენთან“ და „იაბლონეცთან“ მატჩებს სტუმრად ჩაატარებს.
თამაშების ჩატარების თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება.
ამგვარად, საქართველოს ჩემპიონს მოუწევს ორ ისეთ გუნდთან თამაში, სადაც ქართველები გამოდიან – „ხეტაფეში“ საბა საზონოვია, „იაბლონეცში“ – ვახტანგ ჭანტურიშვილი.