კონფერენსლიგა | „ტორპედო“ „ზირასთან“ ქუთაისშიც დამარცხდა და ევროსეზონი დაასრულა #1TVSPORT

22:05, 16.07.2026

ქუთაისის „ტორპედომ“ აზერბაიჯანულ „ზირასთანკონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩიც 0:3 წააგო და ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

ორმატჩიანი დაპირისპირების შემოტრიალებისთვის ქუთაისელებს რთული წინაპირობა ჰქონდათ – „ტორპედო“ გასვლაზეც 0:3 დამარცხდა და წყვილის ფავორიტად „ზირა“ მიიჩნეოდა.

აზერბაიჯანელებმა ეს მატჩიც კარგად ჩაატარეს – 25-ე წუთზე თურქი თავდამსხმელის, ერენ აიდინის გოლით დაწინაურდნენ, 39-ე წუთზე ამენ სეიდიევმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა, 70-ე წუთზე კი აიდინმა დუბლით საბოლოო წერტილი დავა.

მეორე ტაიმი ფორმალური გახდა – ქუთაისის „ტორპედოს“ 6 გოლის გატანა სჭირდებოდა, რაც არარეალური ამოცანა იყო – „ზირამ“ საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

მსგავსი